საიმედოობის სამკერდე ნიშანი

#

საიმედოობის სამკერდე ნიშნის დიზაინი.

რა არის-საიმედოობის სამკერდე ნიშანი?

იგი უსაფრთხო გადახდის გარანტიაა. Paysera-მ შექმნა მრავალფეროვანი გადახდის მეთოდისა და ონლაინ უსაფრთხო გადახდების უზრუნველსაყოფად

შეღავთები მერჩანტებისთვის

Paysera-ს საიმედოობის სამკერდე ნიშნის ვებ გვერდზე განთავსებით, მერჩენტი უჩვენებს თავის მომხმარებელს, რომ მისი ვებ გვერდი დამოწმებულია Payser-ს ადმინისტრაციის მიერ, იდნეტიფიცირებულია ვებგვერდის მფლობელი, რომელთან დაკავშირებაც შესაძლებელია.

ამ გზით, მომხმარებლებმა იციან, რომ ვებგვერდი საიმედოა და შეუძლია უზრუნველყოს მისაღები გადახდის მეთოდი.

მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ www.paysera.com შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მერჩენტის ელექტრონული მაღაზიის შესახებ. ნიშანზე კურსორის გადატანით, მას შეუძლია იხილოს პროექტის საკონტაქტო ინფორმაცია, ხოლო მასზე დაჭერით მომხმარებელი გადამისამართდება გამყიდველისთვის შექმნილ Paysera ვებგვერდზე, სადაც შეეძლება იხილოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროექტის შესახებ.

ვინაიდან Paysera სისტემასთან დაკავშირებული ბანკებისა და საგადახდო სისტემების უმეტესობა მოითხოვს წერილობით თანხმობას მათი ლოგოს განსათავსებლად, საიმედოობის სამკერდე ნიშანი აცნობებს გადამხდელს ბანკების მეშვეობით გადახდის შესაძლებლობის შესახებ, მათი ლოგოს მერჩენტის ვებგვერდზე განთავსების გარეშე. ამ გზით მერჩენტი ზოგავს არა მხოლოდ ადგილს, არამედ თავს არიდებს მოლაპარაკებებს ლოგოს ვებვერდზე განთავსებასთან და ბანკის შეცვლილი ლოგოს განახლებასთან დაკავშირებით.

როგორ განვათავსოთ საიმედოობის სამკერდე ნიშანი?

საიმედოობის სამკერდე ნიშნის თქვენს ვებგვერდზე განსათავსებლად, გთხოვთ, შეხვიდეთ www.paysera.com, დააჭიროთ ღილაკს მენიუში პროექტი და აქტივობები ,აირჩიოთ ჩემი პროექტები და პროექტის გვერდით ჩამოშლილი მენიუდან აირჩიეთ პროექტის ზოგადი პარამეტრები. შექმენით უნიკალური კოდის ასლი და ჩასვით თქვენი ვებგვერდის ინდექსის ფაილში.