PDF
დაბრუნდით უკან

დოკუმენტი გამოქვეყნდა:12.03.2025

სავალუტო გაცვლითი ოპერაციებით მომსახურების წესები და პირობები

სავალუტო გაცვლითი ოპერაციებით მომსახურების წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია დეტალურად აღწეროს კლიენტსა და სს „პეისერა ბანკისაქართველოს“ (შემდგომში „ბანკი“) შორის სავალუტო გაცვლით ოპერაციებთან (შემდგომში„სავალუტო გარიგება“) დაკავშირებული ურთიერთობის ძირითადი წესები და პირობები.

სავალუტო გარიგებების წარმოებისას ბანკი მოქმედებს „სავალუტო ბაზრის მონაწილეთასაქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის2020 წლის 21 ივლისის №142/04 ბრძანებითა და გლობალური სავალუტოკოდექსისმიხედვით, რომელიც ადგენს სავალუტო ბაზარზე მისაღები ქცევის სტანდარტებს.

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობის ზოგადპირობებს და გააჩნია მავალდებულებელი ძალა. შესაბამისად, კლიენტსა და ბანკს შორისარსებული ინდივიდუალური შეთანხმება, ავსებს და/ან აკონკრეტებს წინამდებარედოკუმენტით განსაზღვრულ პირობებს და არ ეწინააღმდეგება მათ. გარიგების დადების დროს, ბანკი კლიენტთან ურთიერთობისას მოქმედებს როგორც„პრინციპალი მოვაჭრე“, რომელიც სავალუტო გარიგებას დებს საკუთარი სახელითდასაკუთარი რისკით. კლიენტს შეუძლია იმოქმედოს დამოუკიდებლადდა მიიღოსგადაწყვეტილებები საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა და ნებისმიერ მესამე პირთაპროფესიული რჩევების საფუძველზე.

 

ტერმინთა განმარტება

ა) სავალუტო ბაზარი – სისტემებისა და წესების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითსავალუტო ბაზრის მონაწილეები რეგულარულად დებენ სავალუტო გარიგებებს;

ბ) სავალუტო ბაზრის მონაწილე – სავალუტო ბაზრის მონაწილედ მიიჩნევა საქართველოსეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ივლისის №142/04 ბრძანებითგანსაზღვრულისუბიექტები, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ სავალუტო გარიგებებს სავალუტობაზარზე;

გ) სავალუტო გარიგება – სავალუტო ბაზრის მონაწილის მიერ, კლიენტთან ან/და სავალუტობაზრის სხვა მონაწილესთან ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებით დადებული ნებისმიერიგარიგება;

დ) პრინციპალი მოვაჭრე (პრინციპალი) – სავალუტო ბაზრის მონაწილე, რომელიცკლიენტთან სავალუტო გარიგებას დებს საკუთარი სახელით და საკუთარი რისკით;

ე) კლიენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ბანკთან დებს სავალუტოგარიგებას;

ვ) წინარე ჰეჯირება – სავალუტო პოზიციის გახსნა ან სხვაგვარი ისეთი ქმედება ან ქმედებათაერთობლიობა, რომელიც უკავშირდება კლიენტის მოსალოდნელ დავალებას და რომელიცმიზნად არ ისახავს კლიენტისთვის მდგომარეობის გაუარესებას და არ იწვევს სავალუტობაზრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას;

ზ) დისქაუნთი (Discount) – ინდივიდუალური კურსის შეთავაზებისას ბანკის მიერგამოყენებული მაჩვენებელი, რომელიც ასახავს გადახრას საბაზრო კურსისგანდაგანსაზღვრავს კლიენტისთვის შეთავაზებული კურსის სარგებლიანობას.

თ) BLOOMBERG – საერთაშორისო ფინანსური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფსსაბაზრო მონაცემებს, ფასებს და ანალიტიკას, ასევე მომხმარებლებს სთავაზობსბანკთაშორისი გარიგებების მონაცემებს, მათ შორის ვალუტის კურსებს. BLOOMBERG-ზედაფუძნებული კურსი გამოიყენება როგორც საბაზრო საშუალო კურსი, რომელიცგანსაზღვრავს სავაჭრო ბაზრის მდგომარეობას.

 

მხარეთა კომუნიკაცია სავალუტო გარიგების დროს

ბანკსა და კლიენტს შორის გარიგების შესახებ კომუნიკაცია ხორციელდება როგორცელექტრონულად (დაცული დისტანციური არხები, ბანკში დაფიქსირებული ელ.ფოსტა), ასევე, სიტყვიერად (ტელეფონით) ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა საშუალებით. კლიენტი უფლებამოსილია, ბანკისგან, გარიგების დადებისას, მოითხოვოს ფასებიდაშეათანხმოს სასურველი პირობები.

ბანკი კლიენტთან კომუნიკაციას აწარმოებს გამჭვირვალედ და გარკვევით. ამ მიზნით, ბანკიუფლებამოსილია, კლიენტს მიაწოდოს ინფორმაცია სავალუტო ბაზრისა და ამავე ბაზრისზოგადი ტენდენციების შესახებ. ბანკის მიერ კლიენტისთვის მიწოდებული ინფორმაციასავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობის და/ან ტენდენციების შესახებ ატარებსმხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც ფინანსურირჩევა.

ბანკი მოქმედებს კონფიდენციალური ინფორმაციის სრული დაცვით. სავალუტობაზარზეარსებული მდგომარეობის შესახებ ბაზრის მონაწილის მიერ კლიენტისთვის მიწოდებულიინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ბაზრის ზოგად ტენდენციებს, განზოგადებულინფორმაციებს, რომელიც არ იძლევა კონკრეტული სუბიექტის გარიგებისიდენტიფიცირების საშუალებას;

ბანკი აცხადებს, რომ წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში, კლიენტთან მომსახურებისგაწევისას, მას გააჩნია ინფორმაციის დაცვის შესაბამისი მექანიზმები, რომელიციცავსკლიენტის კონფიდენციალურ ინფორმაციას, მათ შორის კლიენტის ანგარიშებზე არსებულინაშთების შესახებ ინფორმაციას, ნებისმიერი უნებართვო წვდომისაგან.

 

ბანკის (როგორც „პრინციპალი მოვაჭრის“) და კლიენტის უფლება-მოვალეობები და გარიგების აღსრულების პროცესი

სავალუტო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, კურსი, რომელსაც ბანკი სთავაზობსკლიენტს, შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკების მომენტშიკლიენტის მხრიდან საჭიროა კურსის დაუყოვნებლივ დადასტურება. წინააღმდეგშემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შეცვალოს შეთავაზებული კურსი.

ბანკის მხრიდანინდივიდუალურ შემოთავაზებულ კურსზე კლიენტის თანხმობა ჩაითვლება სავალუტოგარიგების პირობაზე თანხმობად და აღნიშნული გარიგების აღსრულება უნდა მოხდესიმავედღეს, არაუგვიანეს 18:00 საათისა.

ინდივიდუალური კურსის შეთავაზებისას ბანკი იყენებს ეგრეთწოდებული„დისქაუნთის“ ფუნქციას. არსებობს „Market Rate”, რომელიც მიბმულია BLOOMBERG_ზებანკთაშორისი გარიგებების შედეგებზე და შესაბამისად აღნიშნული გარიგებები ითვლება, როგორც სავაჭრო ბაზრის საშუალო კურსად, შესაბამისად, რაც უფრო მაღალი დისქაუნთისგაწერა ხდება კონკრეტულ კლიენტზე 0_დან 99%_მდე, მით უფრო კარგ შეთავაზებას იღებსმომხმარებელი.

ბანკი კლიენტთან სავალუტო გარიგების დადებისას, მოქმედებს სამართლიანადდაგამჭვირვალედ, რაც, მათ შორის, მოიცავს სავალუტო გარიგების დადებისა და აღსრულებისდროულ/სწრაფ უზრუნველყოფას. კლიენტთან დადებული ნებისმიერი გარიგებისაღსრულება, ბანკის მხრიდან, ხორციელდება დაუყოვნებლივ, შეთანხმებული პირობებისშესაბამისად მას შემდეგ, რაც კლიენტი დაადასტურებს შეთანხმების განხორციელებისმზადყოფნას შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

წინარე ჰეჯირების გამოყენების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია კლიენტს აუხსნას ყველაის რისკი, რომელიც ამ ქმედებასთან არის დაკავშირებული. წინარე ჰეჯირება უნდაგანხორციელდეს იმ განზრახვით, რომ არ გაუარესდეს კლიენტის მდგომარეობა. წინარეჰეჯირებისას მიღებული ნებისმიერი მატერიალური სარგებელი, ასეთის არსებობისშემთხვევაში, სრულად გაუმჟღავნდება კლიენტს. წინარე-ჰეჯირებამ, შეიძლება, გავლენამოახდინოს იმ ფასზე, რომელიც ბანკს შეუძლია შესთავაზოს კლიენტს გარიგებისთვის.

მიღებული დავალებები აღსრულდება სამართლიანად და გონივრულად, ბაზარზე მოქმედიგარემოებებიდან გამომდინარე. ბანკის მხრიდან შეიძლება მიღებულიქნეს გადაწყვეტილებასავალუტო დავალების მხოლოდ ნაწილობრივ შესრულებაზე, რის შესახებაც კლიენტსეცნობება გარიგების დადებამდე. ბანკი არ არის ვალდებული, მიიღოს კლინტის მოთხოვნა და დადოს გარიგება, გარდაკანონმდებლობითა და კლიენტთან არსებული შეთანხმებით გათვალისწინებულიშემთხვევებისა.

 

ფასდადების პოლიტიკა

უნაღდო სავალუტო გაცვლითი ოპერაციებით ბანკი ემსახურება მხოლოდსაკუთარკლიენტებს, რომელთაც ბანკში გახსნილი აქვთ საბანკო ანგარიში.

ბანკი, რომელიც პოზიციონირებს როგორც პრინციპალი მოვაჭრე, ფასდადების პროცესშიხელმძღვანელობს ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა: საკრედიტო და სავალუტორისკი, მოცემული სავალუტო გარიგების მოცულობა, სავალუტო ბაზრის დინამიკა, ვაჭრობისსაოპერაციო ხარჯები, ლიკვიდობა, ბანკის მოგება, კლიენტის სავალუტოგარიგებებისწლიური მოცულობა და ა.შ. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშული ფაქტორები შეიძლებაგანსხვავდებოდეს, ბანკმა, შესაძლოა, მსგავსი გარიგებების დროს განსხვავებულიფასებიშესთავაზოს სხვადასხვა კლიენტს.

ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს კლიენტის მოთხოვნის მიღებასა და შესრულებაზე, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

რაც შეეხება ბანკის მხრიდან კომერციული კურსის განსაზღვრას, ის ხდება BLOOMBERG_ზებანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად დამდგარი ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით, შესაბამისი რისკების შეწონვით, ბაზრის ვოლატილურობის გათვალისწინებით, მოთხოვნა-მიწოდების შეფასებითა და სხვა მრავალი გარე თუ შიდა ფაქტორის განსაზღვრით. ფასდადებისას ბანკის მომგებიანობის მიზნებისთვის აუცილებელია სწორადშეფასდესვალუტის რყევასთან დაკავშირებული რისკები.

 

საერთო დებულებები

ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს მოცემული დოკუმენტის პირობები, რათა მოხდეს საბაზრო პირობებსა და/ან შესაბამის საკანონმდებლოაქტებშიგანხორციელებული ცვლილებების შეტანა.

წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი პირობების დარღვევის ან არასათანადოდშესრულების შემთხვევაში, კლიენტი უფლებამოსილია, მიმართოს ბანკს პრეტენზიისსტანდარტული/თავისუფალი წერილობითი ან ელექტრონული ფორმითან სატელეფონონომრის მეშვეობით +995 322 22 55 22 (ელ. ფოსტა [email protected]) ან მიმართოსსაქართველოს ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე - 032 2 406 406.

გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნულიბანკისვებ გვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406.