როგორ გადავურიცხოთ თანხა სტუდენტს ევროპაში სრულიად უფასოდ და მყისიერად
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის კომენტარი
რა არის SEPA გადარიცხვის უპირატესობები და შესაძლებლობები საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ის არის ყველასთვის სარგებლის მომტანი, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, ასევე, აჩენს განვითარების ახალ შესაძლებლობას ქართული საბანკო სისტემისთვის.
"აღნიშნული გადარიცხვის სისტემის წევრობა უზრუნველყოფს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და არა მხოლოდ (sepa-ს ყველა წევრ ქვეყანაში) მომენტალურ გადარიცხვებს. ტრანზაქციის განხორციელება პრაქტიკულად მომენტალურად ხდება, როცა სხვა ყველა თანდართული დოკუმენტი წესრიგშია. ასევე, მნიშვნელოვნად მცირდება გადარიცხვის ღირებულება. მაგალითისთვის, ადამიანს თუ სჭირდება გადარიცხვა დღეს, მომსახურე ბანკი გიანგარიშებთ გადარიცხვის საკომისიოს იმის ფონზე, რა უჯდება გადარიცხვა მას, მოკორესპოდენტო ბანკს რა ტარიფი აქვს swift სისტემაში, ხოლო თუ თქვენ გადარიცხავთ sepa-თი, ეს თანხა შემცირდება მნიშვნელოვნად. ასევე, თუ სხვა გადარიცხვით თანხის ასახვას 1-დან 3 დღემდე სჭირდება, ერთიანი ევრო გადახდის სისტემით ეს დრო მაქსიმუმ 1 საათია. გადარიცხვის ეს მექანიზმი, გარდა იმისა, რასაც ჩაანაცვლებს, აჩენს ახალ შესაძლებლობებს. ის არის ყველასთვის სარგებლის მომტანი, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი შემსუბუქება და გამარტივებული სისტემა", - განაცხადა ძნელაძემ.
სტუდენტები, რომლებიც უკვე სარგებლობენ პეისერა ბანკით
სისტემით უკვე სარგებლობენ ქართველი სტუდენტები ევროპაში. ერთ-ერთი მათგანი, ავთოა, რომელიც 3 წელია გერმანიაში ცხოვრობს და ამბობს, რომ ბოლო თვეებში paysera-ს კლიენტია, რამაც გადარიცხვის თანხის შემცირებასთან ერთად, მისი ოჯახისთვის ევროპული ბარათების გახსნის შესაძლებლობაც მისცა, რაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელია. პეისერა ბანკი საქართველოს ევროპული ბარათის მიღება, მხოლოდ საქართველოს იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც უცხოეთში ლეგალურად ცხოვრობენ, სტუდენტები კი, სწორედ ამ სეგმენტს მიეკუთვნებიან. მათ, ასევე აქვთ შესაძლებლობა, ევროპული ბარათი დაუკვეთონ ოჯახის წევრებისთვის.
"3 წელია, რაც გერმანიაში ვსწავლობ. 1 წელი, ე.წ. ოპერის პროგრამით. ამ დროს, ერთგვარი გაცვლითი პროგრამით ოჯახში ცხოვრობ და შესაბამისად, ხარჯებიც ნაკლებია. ძალიან მიზერული, მაგრამ ხელფასიც გაქვს. ბოლო 2 წელი კი, მას შემდეგ რაც ენა სრულყოფილად ვისწავლე და ადაპტაციაც სრულად გავიარე, შტუტგარტში სტუდენტი ვარ და საცხოვრებლის, კვების და სწავლის საფასურის თანხით ოჯახი მეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მეც ვმუშაობ, მაინც უწევთ თანხის გადმორიცხვა. აქამდე თვეში საშუალოდ სამი გადმორიცხვის განხორცილება უწევდათ ევროპაში: ჩემი პირადი ხარჯებისთვის, იჯარის და სწავლის საფასური, რაც დაახლოებით 100 ევრომდე ჯდებოდა. ახლა უფასოდ მირიცხავენ, რადგან „paysera საქართველომ" მომცა შესაძლებლობა, მე მქონოდა ევროპული ანგარიში და ევროპული ბარათი, ამასთან ერთად ევროპული ანგარიში აქვთ ჩემს ოჯახის წევრებსაც, რამაც სრულად მოგვიხსნა საკომისიოს ტვირთი. ვინც საზღვარგარეთ სწავლობს და ჩემს მსგავსად თანხის მიღება მშობლებისგან უწევს, მარტივად მიხვდებიან, რამხელა შეღავათია და რა კომფორტია, როცა უქმეებსა და სამუშაო საათებზე ნერვიულობა არ გიწევს. თანხა ისევე მყისიერად გიჯდება ბარათზე, როგორც საქართველოში, ბანკის შიდა გადარიცხვისას".
კიდევ ერთი სტუდენტი, რომელიც paysera-ს მომსახურებით სარგებლობს და საქართველოდან თანხა თვეში რამდენჯერმე ერიცხება, 25 წლის თამუნა:
"ესპანეთში მაგისტრატურაზე 1 წლის წინ ნაწილობრივი დაფინანსებით დავიწყე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სწავლისა და მუშაობის შეთავსებას ვერ ვახერხებ და სრულად ოჯახიდან გადმორიცხულ თანხაზე ვარ დამოკიდებული. ბოლო რამდენიმე თვეა paysera-ს კლიენტი გავხდი, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ ამ დრომდე თავი ვერ მოვაბი ევროპული ბარათის დამზადებას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რა ბენეფიტები აქვს. სწავლის, მიმდინარე ხარჯებისა და ბინის იჯარის ფულს კი, ოჯახი მუდმივად paysera-თი მირიცხავს. მარტივი მიზეზის გამო, გადარიცხვის ფასი 7 ევროს არ სცდება და თან, თანხა მომენტალურად ერიცხება მიმღებს. ჩამოსვლამდე ვერ წარმომედგინა, მაგრამ აქ ჩვენთან შედარებით ბევრად მეტი უქმე დღე აქვთ, როგორც რელიგიურ, ასევე საერო დღესასწაულებზე, როცა მთელი ესპანეთი ისვენებს. პრინციპში, გადარიცხვის გაიაფების გარდა, ეს იყო მთავარი მიზეზი, რამაც არჩევანი განაპირობა. ლოდინი და შფოთვა არ მიწევს, რომ რაღაც მომენტში თანხის გარეშე არ დავრჩე".
ოჯახები, რომელთა შვილებიც ევროპაში სწავლობენ
სტუდენტების პარალელურად, მნიშვნელოვანია, როგორ ხედავენ ახალ შესაძლებლობას ოჯახები, რომლებიც შვილის სწავლაში ინვესტიციას დებენ და ყოველთვიურად ფულს რიცხავენ. თამუნას ვთხოვეთ, მოეცა შესაძლებლობა გაგვეგო მისი ოჯახის აზრი, რატომ ირჩევენ sepa-თი გადარიცხვებს, რომელსაც საქართველოში ექსკლუზიურად paysera ახორციელებს.
"paysera-თი ბოლო 2 თვეა რაც ვსარგებლობთ. გასულ წელს, რამდენჯერმე "გავიჭედეთ"; როცა თანხა ხუთშაბათ საღამოს გადავრიცხეთ იმ იმედით, რომ ბავშვს პარასკევს დაუჯდებოდა, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ ესპანეთში უქმე დღე იყო. ამ დროს, გამორიცხულია რამე მუშაობდეს და მთელი სამი დღე ამაზე ნერვიულობა მოგვიწია ორშაბათამდე. სანამ მათ ეროვნულ დღესასწაულებს და საბანკო სექტორის სპეციფიკას მოვერგეთ. ზაფხულის დასვენების დროს გაიგო თამუნამ sepa გადარიცხვის და მისი უპირატესობების შესახებ მეგობრებისგან და რა თქმა უნდა, გაგვიხარდა და სრულად გადავედით. ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის გარდა, თვეში დაახლოებით 75-100 ევროს დაზოგვა გამოგვივიდა", - გვიყვება თამუნას დედა.
ცნობისთვის, SEPA მოიცავს 36 ქვეყანას - ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, 3 ევროპის ეკონომიკური არალის ქვეყანა (ნორვეგია, ლიხტენშტაინი, ისლანდია), ისევე როგორც მონაკო, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი, ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) საქართველოს გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად გასული წლის ბოლოს წარადგინა. იქამდე, სანამ საქართველო sepa-ს სრულუფლებიანი წევრი გახდება, მომხმარებელს ყველა მომსახურებას პეისერა ბანკი საქართველო ექსკლუზიურად სთავაზობს.