დაბრუნდით უკან

Paysera ფართოვდება საქართველოში და იღებს მის პირველ საბანკო ლიცენზიას!

#
ამბობენ, რომ ახალი წელი ახალი დასაწყისია, მაგრამ რატომ ველოდოთ 2023 წელს? 2022 ჯერ არ დასრულებულა და სიხარულით გაცნობებთ ჩვენი საპარტნიორო ურთიერთობის დაწყებას ახალ ქვეყანა, საქართველოსთან! მიესალმეთ "პეისერა ბანკ საქართველოს" - პირველ Paysera ბანკსა და პირველ ციფრულ ბანკს საქართველოში.

წინარე ისტორია

17 ნოემბერი არ იყო ჩვეულებრივი დღე Paysera-სთვის. ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს"პეისერა საქართველოს" საბანკო ლიცენზია მიანიჭა - ჩვენი ბიზნეს მოდელისა და მისი მდგრადობის მნიშვნელოვანი აღიარება. ეს არა მხოლოს მე-15 კომერციული საბანკო ლიცენზიაა საქართველოსთვის, არამედ პირველი ელექტრონული ბანკის ლიცენზია.

Paysera ასევე არის საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სწორედ ადგილობრივ გამოცდილ ინოვატორებსა და საბანკო საქმის პროფესიონალებს შეუძლიათ საუკეთესოდ მოეკიდონ ადგილობრივთა საჭიროებებსა და მათი შესრულების ეფექტურ მეთოდებს;

სწორედ ამიტომ დაარსდა და იმართება Paysera ბანკი საქართველო ადგილობრივი ინოვატორების მიერ, ერთ-ერთი მათგანია დიმიტრი ქუმსიშვილი, ბიზნესმენი, მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც გახლავთ ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი.

"პეისერა ბანკი საქართველო" არის Paysera ქსელის მე-9 წევრი . იგი დიდი კომპანიის წევრი გახდა. უფრო ზუსტად კი მასში შედის ლიეტუვა, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, ალბანეთი და კოსოვო.

რატომ არის ეს აღსანიშნავი მიღწევა?

ჩვენს მომხმარებლებზე, როგორც ამჟამინდელზე ასევე მომავალზე, ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. შესაბამისად, Paysera-ს ყველა პროდუქტი, მომსახურება და პარტნიორობა არის მომხმარებელზე ორიენტირებული და ეს კონკრეტული პარტნიორობა არ არის გამონაკლისი, რადგან „პეისერა ბანკი საქართველო“ ქართველებს საშუალებას მისცემს გადარიცხონ თანხები ევროპაში ბევრად უფრო სწრაფად. .

და ასევე გაცილებით სწრაფად, თანხა მიმღების ანგარიშზე აისახება რამდენიმე წუთში. ეს არის უნიკალური ინტეგრაციის ინიციატივა, რაც ყოველივეს შესაძლებელს ხდის - ვგულისხმობთ SEPA-სა და SEPA Instant-ს.

ნამდვილად, "პეისერა ბანკ საქართველოს" ექნება როგორც SEPA-ს, ასევე SEPA Instant-ის სისტემური მხარდაჭერა!

#

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი "პეისერა ბანკ საქართველოს" შესახებ

  • "პეისერა ბანკ საქართველოს" ექნება როგორც SEPA, ასევე SEPA Instant გადარიცხვების სისტემური მხარდაჭერა
  • ბანკი ოპერირებას დაიწყებს 2023 წლის დასაწყისში
  • იქნებამომხმარებელთა მომსახურების ორი ცენტრი თბილისში, საქართველო და მომსახურების უმეტესობა გაწეული იქნება ონლაინ

მსგავსი სტატიები

#
პირადი ფინანსები

რა არის SWIFT (BIC) კოდი?

SWIFT კოდი (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication) არის კოდი, რომელიც გამოიყენება თანხის მიმღები ქვეყნის, ბანკისა და ბანკის ფილიალის იდენტიფიცირებისთვის, სადაც ანგარიშია რეგისტრირებული. Paysera SWIFT კოდი არის EVIULT2VXXX და იგი Paysera-ს თითოეული მომხმარებლისთვის საერთოა. საერთაშორისო გადარიცხვებისას კოდი ხშირად მოითხოვება და წინამდებარე ბლოგში განგიმარტავთ, თუ რატომ.  

#
პირადი ფინანსები

Google-ში Paysera-ს შესახებ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

გინახავთ რაიმე ინფორმაცია Google-ში Paysera-ს შესახებ? შეამოწმეთ, თქვენი კითხვა ონლაინ ხშირად დასმულ კითხევბში თუ გხვდებათ! მოგვეცით შესაძლებლობა დავზოგოთ თქვენი დრო. მიიღეთ თქვენი პასუხი პირდაპირ Paysera-ს გუნდისგან.

#
Paysera HQ

Paysera-სა და Airwallex-ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხება თანხები 149 ქვეყანაში

Paysera-ს აქვს ხელშეკრულება საერთაშორისო Fintech პლატფორმა, Airwallex-თან. აღნიშნული ხელშეკრულება Paysera-ს მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გადარიცხონ თანხები 149 ქვეყანაში და გახსნან IBAN ანგარიშები 9 ქვეყანაში.