გადახდის ინიციირების მომსახურება
გადახდის ინიციირების მომსახურება არის ინოვაციური გადახდის მეთოდი რომელიც დაფუძნებულია ღია ბანკინგის ტექნოლოგიაზე და საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადაიხადოს პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულება პირდაპირ თავისი საბანკო ანგარიშიდან ინტერნეტ ბანკინგის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით, საბარათე მონაცემების მითითების გარეშე. აღნიშნული გადახდების მეთოდი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მომხმარებლებს შორის ევროპის ბაზარზე, მისი სიმარტივის, სისწრაფის, კომფორტის და საკომისიოს გამო. აღნიშნული გადახდის მეთოდი საქართველოში პეისერა ბანკის მეშვეობით უკვე შესაძლებელია.
ტექნოლოგიური წინსვლა და ციფრული სამყაროს სწრაფი ტემპით განვითარება, ხელს უწყობს გადახდის ინიციირების მომსახურების პოპულარობის ზრდას ევროპაში და მთელს მსოფლიოში. დღესდღეობით, ევროპული ბაზრის მომხმარებელთა თითქმის 73% იცნობს გადახდის ინიციირების მომსახურების მეთოდს. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 90%-ია, ხოლო ნიდერლანდებში — 97%. 18-29 წლის მომხმარებელთა 33%-ზე მეტი მას იყენებს ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად. ძირითადი მიზეზები, რის გამოც მომხმარებლები ირჩევენ გადახდის ** ინიციირების ** მომსახურებას, არის სისწრაფე (42%) და უსაფრთხოება (59%). მომხმარებლების 54%-მა აღნიშნა მისი მარტივი გამოყენება.
მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია გადახდების შესრულებისა სისწრაფე, მოქნილობა, უსაფრთხოება და საკომისოს ოდენობა. მომხმარებლების 42%-ს ირჩევს მას სწრაფი ტრანზაქციებისთვის, ხოლო 59%-მა აღნიშნა უსაფრთხოება, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს აღარ უწევს საბარათე მონაცემების შეყვანა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გადახდის შესრულების დროს. ბარათით გადახდისას თუ მინიმუმ ხუთი მოქმედების შესრულება არის საჭირო, გადახდის ინიციირების მომსახურებით გადახდისას სულ ორი ნაბიჯია საკმარისი, რომ გადახდა შესრულდეს. მომხმარებელი უბრალოდ შედის საკუთარ ინტერნეტ/მობაილ ბანკში, სადაც უკვე გამზადებული გადახდა ხვდება და მხოლოდ ადასტურებს. მომხმარებლისთვის გადახდა საკომისიოს გარეშე სრულდება და მერჩანტს თანხა მომენტალურად აესახება ანგარიშზე.
გადახდის აღნიშნული მეთოდი დაფუძნებულია ღია ბანკინგის ფუნქცინალზე და მის უსაფრთხოებას საქართველოს ეროვნული ბანკის და ევროპის დირექტივები უზრუნველყოფს (PSD2), რომელიც ავალდებულებს ყველა ბანკს შექმნას აღნიშნული დირექტივებით განსაზღვრული API (აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი) მონაცემების უსაფრთხოდ გაცვლისთვის. გადახდის ინიცირების მომსახურება იყენებს არსებულ საბანკო ინფრასტრუქტურას და ტექნოლოგიებს, როგორიცაა ანგარიშიდან ანგარიშზე მყისიერი გადახდები.მნიშვნელოვანია საკომისიოს ოდენობა, რომელიც ორჯერ და სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ტრადიციული საბანკო ბარათებით გადახდებისას, რადგან აღნიშნულ მეთოდში არ მონაწილეობს მესამე მხარე, საგადახდო სისტემა, რომელიც დამატებით საკომისიოს გადახდას აკისრებს ბანკს.
გადახდების მიღება დროის რეალურ რეჟიმში, რაც გულისხმობს რომ საბარათე გადახდების ანგარიშზე ჩარიცხვას თუ რამოდენიმე დღე სჭირდება, აღნიშნული მეთოდით მიღებული გადახდები დროის რეალურ რეჟიმში აისახება მერჩანტის ანგარიშზე, არასამუშაო და დასვენების დღეების მიუხედავად.
მარტივი ინტეგრაცია - მერჩანტებს/სერვისის მომწოდებლებს საშუალება აქვთ პეისერას API-ების მეშვეობით, ერთი ინტეგრაციით ყველა ბანკი დააინტეგრირონ თავიანთ სისტემაში, რომელიც საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ქართული ბანკებიდან, არამედ ევროპის 100-ზე მეტი ბანკიდან მიიღონ გადახდები. პეისერა ბანკი არის ერთადერთი ბანკი საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული ბანკების ინტეგრაციასაც, რაც ბიზნესებს საშუალებას აძლევს გააფართოონ ბიზნესი და მათი პროდუქცია/მომსახურება გაიტანონ საქართველოს ფარგებლს გარეთ.
აღნიშნული პროცესი რამოდებიმე ნაბიჯისგან შედგება::
-
მერჩანტს/სერვისის მიმწოდებელს, საკუთარი გადახდების გვერდზე ჩაშენებული აქვს გადახდის ინიციირების მომსახურების მეთოდით გადახდების მიღება ან მომხმარებელს უგზავნის სპეციალურად მისთვის გენერირებულ გადახდის ბმულს.
-
მომხმარებელი ირჩევს არსებული ჩამონათვალიდან მის მომსახურე ბანკს, საიდანაც სურს გადახდის შესრულება.
-
მომხმარებელი ავტომატურად მისამართდება მისი მომსახურე ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკში ძლიერი ავთენტიფიკაციის სრული დაცვით.
-
ინტერნეტ/მობაილ ბანკში მომხმარებელს ხვდება უკვე გამზადებული საგადახდო დავალება, შესაბამისი თანხით, დანიშნულებით და საბანკო რეკვიზიტებით.
-
მომხმარებელი ამოწმებს შესაბამის მონაცემებს, ირჩევს ანგარიშს, რომლიდანაც სურს გადახდის შესრულება და ადასტურებს გადახდას.
-
მომხმარებლის ანგარიშიდან თანხა მომენტალურად იჭრება, მერჩანტი/სერვისის მომწოდებელი იღებს შესაბამის დასტურს და ანგარიშზეც თანხა მომენტალურად აესახება.
-
დაბალი საკომისიო - ძირითად შემთხვევაში მომხმარებლისთვის, გადახდის ინიციირების მომსახურებით გადახდა საკომისიოს გარეშე სრულდება, მერჩანტის/სერვისის მომწოდებელს კი გადახდის ინიციირების მომსახურებით თანხების მიღება ორჯერ და სამჯერ უფრო ნაკლები საკომისიოთი უჯდება, ვიდრე ტრადიციული საბანკო ბარათებით გადახდების მიღებისას.
-
უსაფრთხოება - მეთოდი სრულად დაფუძნებულია ღია ბანკინგის ტექნოლოგიაზე და სავალდებულო წესით დაცულია საქართველოს ეროვნული ბანკის და ევროპის დირექტივები (PSD2). გადახდები ხორციელდება სრულად საბანკო გარემოში, ინტერნეტ/მობაილ ბანკის მეშვეობით, ავთენტიფიკაციის სრული დაცვით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თაღლოთობის რისკებს.
-
სწრაფი გადახდები - გადახდის ინიციირების მომსახურება მერჩანტებს/სერვისის მომწოდებლებს საშუალებას აძლევს თანხები ძირითად შემთხვევაში მყისიერად მიიღონ, განსხვავებით საბანკო ბარათებით გადახდებისა, რომლის დამუშავებას და ანგარიშზე ასახვას რამოდენიმე დღე სჭირდება.
-
თანხის უკან დაბრუნების მარტივი სქემა - გადახდის ინიციირების მომსახურებით მიღებული გადახდების უკან დაბრუნებას პირდაპირ მერჩანტი/სერვისის მიმწოდებელი უზრუნველყოფს, ყველანაირი მესამე მხარის, საგადახდო სისტემის, ჩარევის გარეშე, რაც ამცირებს თანხის უკან დაბრუნების დროს და მერჩანტსაც და მომხმარებელსაც თავიდან არიდებს დამატებით საკომისიოს.